სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობაში ბრალდებული - დანით პოლიციელის შეშინება მინდოდა და არა მოკვლა

დანით პოლიციელის შეშინება მინდოდა და არა მოკვლა,- ამის შესახებ ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობაში ბრალდებულმა ბესიკ ტაკიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაცხადა. ბრალდებულის თქმით, შემთხვევის დღეს მდინარეზე საქეიფოდ იმყოფებოდა.  სახლში დაბრუნებისას საკუთარ სახლთან სამართალდამცავები დაინახა და მათთან გასაუბრებას შეეცადა.

როგორც ბრალდებული ამბობს, სამართალდამცავებს ნასვამ მდგომარეობაში რომ მიუახლოვდა, ბუტა ანთაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერიტორიის დატოვება სთხოვა. ბრალდებული ამბობს, რომ „შეურაცხყოფის გამო, პოლიციელის შეშინება გადაწყვიტა“, თუმცა გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა.

„დაკავებისას იზოლატორში წყალს არ მასმევდნენ, საპირფარეშოშიც არ მიშვებდნენ. რასაც მედავებიან არ ვეთანები. მეგობრებთან ერთად მდინარეზე ვიმყოფებოდი საქეიფოდ და დანა თან მქონდა წაღებული. უკან დაბრუნებისას გამოვედი სოფელ მუხაესტატეს ცენტრში, სადაც ხის გადატანა მიმდინარეობდა. სახლისკენ რომ მივდიოდი ხალხმრავლობა დავინახე. პოლიციელებიც დავინახე და საუბარს შევეცადე. მოვიდა ბუტა ანთაძე და მითხრა სახლში გაეთრიეო... შემაფურთხა, რის გამოც ავღელდი. ნერვებმოშლილმა დანა ავიღე და გამოვიყენე. შეშინება მინდოდა, ვიდრე მოკვლა. სამწუხაროდ, ეს ტრაგედია მოხდა, რის გამოც ძალიან ვწუხავრ და ვუსამძიმრებ ოჯახს",- განაცხადა ბესიკ ტაკიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა