"ჯორჯიან მანგანეზმა" ზესტაფონს დასუფთავებისთვის საჭირო ძვირადღირებული ტექნიკა შეუძინა

"ჯორჯიან მანგანეზმა" კომპანიის მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტს HOWO -ს ფირმის, დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა შეუძინა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სპეცტექნიკის ძარის ქვეშ განთავსებულია დასუფთავების მბრუნავი მოწყობილობა, რომლითაც ტერიტორია დამატებთი რესურსების გამოყენების გარეშე სუფთავდება.

როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, კომპანია ყოველთვის მზადაა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ქალაქის მოვლა -პატრონობაში დაეხმაროს.

მისი თქმით, დასუფთავების სპეციალური ტექნიკის შეძენაც სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა.

„კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ზესტაფონის განვითარებაში. აღნიშნული მანქანის გამოყენებით, ქალაქის დასუფთავება კიდევ უფრო გამარტივდება“, - აღნიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

თავის მხრივ, ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ განაცხადა, რომ "ჯორჯიან მანგანეზი" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მუდმივი პარტნიორია ყველა პროგრესულ წამოწყებაში. მერმა კომპანიას მადლობა გადაუხადა.

"ჯორჯიან მანგანეზი" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მუდმივი პარტნიორია ყველა პროგრესულ წამოწყებაში და ამ შემთხვევაშიც, ქალაქის დასუფთავებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მადლობას ვუხდით მათ გვერდში ასე დგომისთვის", -განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

"ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ზესტაფონის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილი ტექნიკის ( HUWO 4X2 Road Sweeping Truck) ღირებულებაა 103 137, 65 ლარი. აღნიშნული მანქანით ქალაქის დასუფთავება უახლოეს დღეებში დაიწყება.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ