მაჩალიკაშვილების ოჯახი ხვალ პანკისში დაგეგმილ აქციაზე ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართავს

პანკისში ხვალ აქცია გაიმართება. ადგილობრივები სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას და სპეცოპერაციაშიმონაწილე პირების დასჯას მოითხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თემირლან მაჩალიკაშვილის დამ განუცხადა,14:00 საათზე სოფელ დუისის საზოგადოებრივ ცენტრში შეიკრიბებიან და ხელისუფლების მიმართ რამდენიმე მოთხოვნას გააჟღერებენ.

მაჩალიკაშვილების ოჯახი არ გამორიცხავს, რომ აქციები თბილისში გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს