ტოქსიკოლოგი მარინა გიორგობიანი - ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა, მრავალჯერ აპრობირებული პრეპარატებით მიმდინარეობს

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ ორგანიზებულად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ტოქსიკოლოგმა მარინა გიორგობიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური შეწამვლა რეგიონებში ორი მეთოდით ხორციელდება. იმისათვის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებები თავიდან იქნას აცილებული, ტოქსიკოლოგი აღნიშნავს, რომ საჭიროა ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

„ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ ორგანიზებულად ხდება. ეს პროცესი მრავალჯერ აპრობირებული ქიმიური პრეპარატების გამოყენებით მიმდინარეობს. მისი თქმით, ქიმიური ნივთიერების გარემოში ორთქლით გამოფრქვევამდე, მოსახლეობის გაფრთხილება 24 საათით ადრე ხდება. უშუალოდ ღონისძიებების დაწყებამდეც რუპორის საშუალებით ეცნობებათ, რომ დახურონ კარ-ფანჯარა და მოერიდონ წამლობას.

„ყველანაირი ღონისძიება ტარდება საიმისოდ, რომ მოსახლეობამ უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს“, - აღნიშნა ტოქსიკოლოგმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება