საჩხერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საჩხერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ საჩხერის მუნიციპალიტეტში, გორისას და ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი, სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას „მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე გაეცნო.

პროექტი გორისა და ჩიხაში რეზერვუარების მოწყობას, არსებული ჭაბურღილების რეაბილიტაციას და ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ 5 სოფლის დაახლოებით 5 600 მოსახლეს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდებათ.

პროექტი „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ლარია. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2019 წლის ზაფხულში დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა