თბილისის მერია სამშენებლო კომპანია "სვეტს" მშენებლობის ნებართვას უახლოეს დღეებში მისცემს

სამშენებლო კომპანია "სვეტს" მშენებლობის ნებართვას თბილისის მერია უახლოეს დღეებში მისცემს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თუმცა, როდის განაახლებს კომპანია მშენებლობას, კალაძე ინფორმაციას არ ფლობს.

"გამიჭირდება იმის თქმა, როდის განაახლებს კომპანია "სვეტი" სამშენებლო სამუშაოებს. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, მიდიოდა აპელირება იმაზე, რომ თითქოს ნებართვების არქონის გამო იყო შეფერხებული მშენებლობა. ჩვენი სამსახურები ჩართულები იყვნენ პროცესში და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაჩქარებული წესით მოხდეს მშენებლობის ნებართვის გაცემა, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება. მათ ექნებათ ყველანაირი შესაძლებლობა, რომ განაახლონ მშენებლობა თუ მათ ამის რესურსი გააჩნიათ. დაზარალებულები საუბრობენ, რომ კომპანიას ეს რესურსი არ გააჩნია. თუმცა, დაველოდოთ მოვლენებს,- განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა