ზაზა სარალიძე - ზვიად ფხაკაძეს არ დავმუქრებივარ, ვაგინე

პროკურორ ზვიად ფხაკაძეს არ დავმუქრებივარ, ვაგინე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განუცხადა.

სარალიძე ადასტურებს, რომ ზვიად ფხაკაძეს გუშინ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა მაშინ, როცა პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურორს უსმენდნენ.

ხორავას ქუჩაძე მოკლული დავით სარალიძის მამის განმარტებით, შეამჩნია რომ პროკურორი მ.კ-ს ხელს აფარებდა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია.

„ისევ კალანდიასთვის ხელის დაფარება რომ დაიწყო, მივწერე, კიდევ კალანდიას აფარებ ხელს-მეთქი?! სად არის ჩემი შვილის მკვლელი-მეთქი და შევაგინე. თუ უნდა გაასაჯაროვოს რაც მივწერე. რას მაგინებინებს თავს. რომ ამბობს, კომისიის დახურულ სხდომაზე გავასაჯაროვებო, რისი ეშინია?! გაასაჯაროვოს, მე არაფრის მრცხვენია. მე მაგას არ დავმუქრებივარ, უბრალოდ ვაგინე“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, როდესაც ის პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ჩვენებას აძლევდა, ზაზა სარალიძის მხრიდან მის მობილურ ტელეფონში მუქარის შემცველი შეტყობინება შევიდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს