ზვიად კუპრავა - პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ღიად, ლანგარზე აჩვენა ის, რაზეც ჩვენ ექვსი თვის განმავლობაში ვლაპარაკობდით

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ღიად, ლანგარზე აჩვენა ის, რაზეც ჩვენ ექვსი თვის განმავლობაში ვლაპარაკობდით, - ამის შესახებ "სამართალდამცველთა რეფორმირების" ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმეს იძიებს, ენდობა და საჭიროების შემთხვევაში მზად არის, რომ კომისიის კითხვებს კვლავ უპასუხოს.

"ვენდობი კომისიას და დადებითად ვაფასებ მის საქმიანობას. კომისიამ მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა იმით, რომ ყველაფერი ის, რის გაჟღერებასაც ჩვენ ტრიბუნის უქონლობის გამო ვერ ვახერხებდით, სააშკარაოზე გამოიტანა. როგორც მითხრეს, ჩემი დაკითხვა დასრულებული არ არის, თუმცა მზად ვარ ნებისმიერ დროს ამისთვის", - განაცხადა კუპრავამ.

მისი თქმით, არც ზაზა სარალიძეს და არც მის მხარდამჭერებს მასშტაბური აქციისთვის კონკრეტული თარიღი არ დაუანონსებიათ.

"უბრალოდ, გავიგეთ ის, რომ "ფეისბუქის" გვერდებზე ჯგუფები, სამოქალაქო აქტივისტები და ა.შ. თავად უწევენ ორგანიზებას გარკვეულ აქციას. ჩვენ ამის წინააღმდეგნი არ ვართ, ცხადია.

ხედავთ, რომ ზაზა მარტო არის შსს-ს ეზოში და ესეც გარკვეულწილად, სიმბოლური გადაწყვეტილებაა, ანუ ზოგადად მარტო დარჩენა და ეს არის, თავიდან ბოლომდე, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მთელი ამ კვირების განმავლობაში ბინძურ კამპანიას აწარმოებდა ზაზას წინააღმდეგ, რომ "ზაზას გვერდით ეს არის და ზაზას გვერდით ის არის". ის, რომ ეს კაცი ასე მარტოა, ამ ადამიანების შუბლის ძარღვის პასუხისმგებლობაზეა", - განაცხადა კუპრავამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ