ნინო ჩხობაძე – სვანეთში სტიქია „ნენსკრაჰესის“ მშენებლობას არ გამოუწვევია

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, სვანეთში მომხდარი სტიქია „ნენსკრაჰესის“ მშენებლობას არ გამოუწვევია.

მისი თქმით, ნებისმიერი მშენებლობა გარკვეული რისკის შემცველია და გარემოზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს, თუმცა, „ნენსკრაჰესის“ მშენებლობა იმ ფაზაში არ იყო, რომ იქ დატბორვა დაწყებულიყო.

„ნენსკრაჰესს“ არ შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა სტიქიაზე და ის გამოეწვია, მაგრამ თავად ნენსკრას განმახორციელებელ კომპანიას მიეცა საკმაოდ მკაცრი რეკომენდაცია და არაერთხელ, რომ მათი გეოლოგია ბოლომდე შესწავლილი არ არის.

ზემოთ, ხეობაში, არის საკმაოდ სერიოზული მეწყრული პროცესები. ახლა უკვე მომხდარ სტიქიაზე, თავიდან არის მთელი გეოლოგია გასაკეთებელი, თავიდან არის რისკების შეფასება გასაკეთებელი. დასასმელია საკითხი, რა ჯობს – ავაშენოთ და ვიყოთ რისკის ქვეშ, თავად სადგური იყოს რისკის ქვეშ, თუ არ ავაშენოთ და სხვა ზომებს მივმართოთ, რომელიც არანაკლებად ძვირი იქნება.

იქ თაღოვანი შენდებოდა, ღმერთმა დაგვიფარა, რომ თაღოვანი ჯერ კიდევ აშენებული არ იყო, წყალი დაგროვებული არ იყო. თორემ ის ძალიან დიდი მასა მეწყერისა, თუ იქ მართლა მოწყვეტილია, ეს ყველაფერი ჩავიდოდა ამ დაგროვილ წყალში და გამოიწვევდა ან დამბის მთლიანად რღვევას, ან თუ სხვა ტიპის გადაწყვეტა იქნებოდა და იქნებოდა უფრო გრავიტაციული დამბა, ამ შემთხვევაში, შეიძლებოდა გამოეწვია ის, რაც თავის დროზე გამოწვეული იყო ჟინვალში – წყალი გადმოვიდა ზემოდან და გამოიწვია სერიოზული დატბორვა.

ვერავინ გააკეთებს იმის პროგნოზს, უკეთესი იქნებოდა მდგომარეობა, თუ უარესი, ფაქტი ერთია, რომ დღეს ნენსკრას არანაირი ზემოქმედება არ მოუხდენია ამ სტიქიაზე, ფაქტი მეორეა, რომ დღეს ნენსკრას უკვე სჭირდება თავიდან გადათვლა და მთელი პროექტის დიზაინის შეცვლა“, - განაცხადა ჩხობაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა