პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღეს პირველი ექსპერიმენტული და 51-ე სკოლის დირექტორებსა და სასწავლო ნაწილს დაკითხავს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს შსს-ს წარმომადგენლების დაკითხვის შემდეგ, პირველი ექსპერიმენტული და 51-ე სკოლის დირექტორებსა და სასწავლო ნაწილს დაკითხავს.

როგორც ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განუცხადა, სკოლების წარმომადგენლებს სასწავლო დაწესებულებებში არსებულ უსაფრთხოების გარემოს თაობაზე დაუსვამენ კითხვება. რაც შეეხება შსს-ს წარმომადგენლებს, კაპანაძის თქმით, მათთან კომისიის წევრებს გარკვეული კითხვები დარჩათ.

"კომისია აგრძელებს შსს-ს წარმომადგენლების დაკითხვას. კომისიის წევრებს კიდევ დარჩათ ბედოიძესთან და ფიფიასთან კითხვები. ეს კითხვები ძირითადად ეხება იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც ჩატარდა. არსებობს ეჭვი ამ საგამოძიებო მოქმედებების ხარისხთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში კომისიაში მოვლენ დირექტორები, პირველი ექსპერიმენტული სკოლის და 51-ე სკოლის, ასევე სასწავლო ნაწილი. მათაც დავუსვამთ კითხვებს ამ სკოლებში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით", - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, იოსებ სიგუამ კომისიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცნობა წარუდგინა.

"ბატონმა სიგუამ წარმოადგინა სამედიცინო ცნობა. არ შევალ ამ ცნობის დეტალების განხილვაში, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ როდესაც ბატონი სიგუა მოახერხებს, მას აუცილებლად მოუწევს კომისიაში მოსვლა, მის მიმართ დარჩენილი კითხვების მოსმენა და მათზე პასუხების გაცემა", - განაცხადა კაპანაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ