დიმიტრი გვრიტიშვილი "საერთაშორისო გამჭვირვალობას“ მოუწოდებს, გაასაჯაროვოს მათი ვინაობა, ვინც კვლევაში სასამართლო სისტემაში კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მოუწოდებს, რომ გაასაჯაროვოს იმ ადამიანთა ვინაობა, რომლებიც მათ კვლევაში სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ.

როგორც დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ნამდვილად ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას სასამართლოში არსებულ კორუფციაზე, მაშინ ანონიმურმა ადამიანებმა ჩვენება სამართალდამცველებსაც უნდა მისცენ.

გვრიტიშვილის თქმით, ბოლომდე არაფრის გამორიცხვა არ შეძლება და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა რაიმე ტიპის კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში, საბჭო დამნაშავე პირებისთვის ხელის დაფარებას არ აპირებს.

"მოგეხსენებათ, რომ ყოველგვარი კვლევის სანდოობა ისაზღვრება იმის მიხედვით თუ რა მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს კვლევის ავტორი. მოცემულ შემთხვევაში ნათელია, რომ კვლევაში ასახული დასკვნები, შეფასებები და რეკომენდაციები ეფუძნება რამდენიმე ანონიმურად გამოკითხულ ადამიანს, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია. ორი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი მათი ვინაობის გამჟღავნება, პირველი: ჩვენ, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგებლებს მოგვეცეს შესაძლებლობა იმისა, რომ ელემენტარულად გადავამოწმოთ ამ ადამიანებმა მართლაც მისცეს თუ არა ამგვარი განმარტებები. მეორე: გამოთქმულია საკმაოდ მძიმე ბრალდებები, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. შეგახსენებთ, იქ საუბარია ფულის აღებაზე გარკვეული პირების მხრიდან და ა.შ. თუ ვინმე მართლაც ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას ამგვარი ფაქტებისა და დანაშაულის შესახებ, ისინი უნდა შემოიფარგლონ არამხოლოდ ოლიკო შერმადინისთვის მიცემული ინტერვიუებით, არამედ მათ ჩვენება უნდა მისცენ სამართალდამცველ ორგანოებსაც. ასეთია ჩემი მოსაზრება",- განაცხადა გვრიტიშვილმა.

კითხვაზე, ფიქრობს, თუ არა, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ანონიმურად მოპოვებული ინფორმაცია სანდო არ არის, გვრიტიშვილი პასუხობს, რომ მისთვის ისიც უცნობია საერთოდ არსებობენ თუ არა ასეთი გამოკითხული ადამიანები. შესაბამისად, მისივე განმარტებით, აუცილებელია დასახელდეს ანონიმურ ადამიანთა ვინაობა.

"არაერთ სიტუაციაში ყოფილა ისე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ სამწუხაროდ, ხშირად გაუვრცელებიათ ცილისწამება, გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია. ამიტომ ამ შემთხვევაში, მე, როგოც იურისტსა და მოსამართლეს მეტი დასაბუთება და უტყუარი მტკიცებულება მჭირდება. ვაღიაროთ, რომ არასამთავრობო სექტორი, ფაქტობრივად, დაპირისპირებულია სასამართლო ხელისუფლებასთან. როდესაც ორი დაპირისპირებული მხარეა და ერთი მხარე მეორეს სდებს ბრალს, ამ მეორე მხარეს უნდა მიეცეს სათანადო შესაძლებლობა, რომ თავი დაიცვას. ჩვენ არათანაბარ მდგომარეობაში ვართ",- განაცხადა გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთრთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, სადაც სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციაზეა საუბარი. აღნიშნულ კვლევას იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა