„ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილი პლენარული სხდომის გახსნის წინ სავალდებულო რეგისტრაციის გავლის გაუქმებას ითხოვს

„ქართული ოცნების“ დეპუტატთა აზრით, უნდა გაუქმდეს რეგლამენტით დადგენილი პროცედურა, რომელიც პლენარული სხდომის გახსნის წინ დეპუტატთა სავალდებულო რეგისტრაციას ითვალისწინებს.

საუბარია რეგლამენტის იმ ნორმაზე, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ გაიხსნება, თუ არ არის კვორუმი და თუ სხდომას გახსნისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა არ ესწრება. აღნიშნული ნორმა ახალი რეგლამენტის პროექტითაც ნარჩუნდება.

როგორც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატმა ისკო დასენმა განაცხადა, პარლამენტში ხშირია შემთხვევები, როცა სხდომათა დარბაზში არის ორი-სამი დეპუტატით ნაკლები და პარლამენტის წევრები მათ მოსვლას ელოდებიან, რათა ჩატარდეს რეგისტრაცია და სესია გაიხსნას.

ანალოგიური შენიშვნები „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან წინა კომიტეტის სხდომაზეც გამოითქვა.

როგორც მათ პასუხად რეგლამენტის პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, დეპუტატების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტს სხვადასხვაგვარი პრაქტიკა აქვს. ჩუგოშვილის ინფორმაციით, არის პარლამენტები, სადაც დეპუტატების რეგისტრაცია მხოლოდ კენჭისყრის პროცედურის დროს ტარდება და სხდომის გახსნისთვის კვორუმი დადგენილი არ არის.

ამასთან, ჩუგოშვილის თქმით, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია საქართველოს კონტექსტი და ქართული საზოგადოების დამოკიდებულება საკითხის მიმართ.

ჩუგოშვილის განმარტებით, საზოგადოება ყოველთვის უარყოფთად აღიქვამს, როცა მისთვის ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის წევრები სხდომებს არ ესწრებიან.

ჩუგოშვილმა აღნიშნა ისიც, რომ პლენარული სხდომების გახსნისას დეპუტატთა რეგისტრაციისა და კვორუმის შენარჩუნების საკითხი უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობის ერთ-ერთი თემა იქნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს