დღეს 100-მდე თბილისის ზღვის უბნელმა, სოციალურად დაუცველებმა და პენსიონერებმა, უფასო ოფთალმოლოგიური კვლევით ისარგებლეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ზღვის უბნის მაჟორიტარი დეპუტატის აპარატიდან აცნობეს, მომსახურება კლინიკა “ახალი მზერისა’’ და ზღვის უბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის წარმომადგენლობის ერთობლივი თანამშრომლობით გაეწიათ.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მსგავსი აქციები არ იქნება ერთჯერადი და მისი მიზანი ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეზე არსებულ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებთან ერთად, მნიშვნელოვანი შეღავათია.
“დღეს უფასო ოფთალმოლოგიური კვლევა ათობით ადამიანმა მიიღო. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლინიკას ,,ახალი მზერა’’ და მის ხელმძღვანელობას. გავითვალისწინეთ რომ მოქალაქეებს ყველაზე დიდი მომართვიანობა სწორედ ამ კვლევის მიმართ ჰქონდათ და შესაბამისად, კლინიკასთან ერთობლივი თანამშრომლობით დღეს მათ ეს მომსახურება უფასოდ მიიღეს“, - განაცხადა ტალიაშვილმა.