ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება ,,პედიატრი“ თბილისში უფასო აქციას გამართავს და ბავშვებს ბინაზე მისვლით მოემსახურება.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, 16 ივლისიდან ორი თვის განმავლობაში, კერძო დაზღვევის არმქონე 0-16 წლის ასაკის პაციენტებს, საშუალება ექნებათ სრული პედიატრიული და ამბულატორიული სერვისი ბინაზე უფასოდ მიიღონ.
მათივე ცნობით, პედიატრიული მომსახურეობის მიღება შესაძლებელია 16112 - ნომერზე დარეკვით ნებისმიერი ქსელიდან, ყოველგვარი წინსართის გარეშე.
„ქოლ-ცენტრის მიერ შეფასდება პაციენტის მდგომარეობა და პედიატრები საჭირო მომსახურებას დაგეგმავენ. ექიმი პედიატრის დახმარებით მოხდება დაავადების შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა და მისი შემდგომი პატრონაჟი.
სასწრაფო „პედიატრის“ უფასო აქცია 31 აგვისტომდე გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.