აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე მთავრობის შემადგენლობას უყრიან კენჭს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ამ წუთებში რიგგარეშე სესია გაიხსნა. როგორც „ინტრპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ კანონმდებლებს დღის წესრიგი გააცნო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებას ითვალისწინებს. სხდომას 19 დეპუტატი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი თორნიკე რიჟვაძე, მინისტრობის კანდიდატები: ინგა შამილიშვილი, ზაალ მიქელაძე, ტიტე აროშიძე, ჯაბა ფუტკარაძე, ასევე, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.

სხდომაზე ამ წუთებში განცხადებები კეთდება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კანონმდებლებს ამ დღეებში პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სეიმიკის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაზე მიაწოდა ინფორმაცია.

დავით გაბაიძის განცხადებით, რეზოლუცია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავზე მიიღეს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას და ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია. გაბაიძემ მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგებსა და პოლონელ ხალხს ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატული თანადგომისათვის.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ