საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის მოქალაქეების სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია საბერძნეთის მოქალაქეების სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განიხილავს. სადაო ნორმის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მიერ შეჩერებულია უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირის საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე. სარჩელის ავტორები საქართველოში მიწის დაკანონებას ითხოვენ.

როგორც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი აცხადებს, მათ აღნიშნული ქონება მემკვიდრეობით მიიღეს და საქართველოში არსებული კანონმდებლობით ვერ ირეგისტრირებენ.

მოსარჩელეები სადაო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.

"მოსარჩელეები არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებმაც მოქალაქეობა დაკარგეს. ისინი საბერძნეთის მოქალაქეები არიან და სადაო ნორმის მიხედვით, ვერ იღებენ საქართველოს მოქალაქისგან-საკუთარი მშობლებისგან დატოვებულ მემკვიდრეობას და ასევე მეორე შემთხვევაში ადამიანი მისი ხელით აშენებულ ქონებას ვერ ირეგისტრირებს. ორივე შემთხვევაში მათ ეზღუდებათ უფლება. საქართველოს პარლამენტმა მანამდეც მიიღო მსგავსი კანონი, რომელიც სასამართლომ უკვე ორჯერ ცნო არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად გამოაცხადა. დღეს მესამეჯერ გვიწევს იგივე საკითხზე მსჯელობა. ამ შემთხვევაშიც მიგვაჩნია, რომ სადაო ნორმას საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ ძალადაკარგულად ცნობს. არ არსებობს რაიმე საჯარო ინტერესი რომელიც დაასაბუთებდა თუ რატომ არ უნდა ჰქონოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში საკუთრების შეძენის თუ მემკვიდრეობის მიღების უფლება",- აცხადებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი მარინა კაპანაძე.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ