საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საბჭოს წევრი მსოფლიოს საუკეთესო არბიტრებს შორის დასახელდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) საბჭოს წევრი, პროფესორი პიერ ტერსიე 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო არბიტრებს შორის დასახელდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საარბიტრაჟო სფეროში ყველაზე პოპულარული პლატფორმის, Global Arbitration Review (GAR)-ის პარტნიორმა “Who’s Who Legal”-მა გამოსცა წიგნი, სადაც მსოფლიოს მოწინავე იურისტებისა და არბიტრების რეზიუმეები და მათი ინტერვიუები გამოქვეყნდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, წიგნში პიტერ ტერსიეს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო.

„პროფესორი ტერსიე საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს აკადემიური და საპატიო თავმჯდომარეა. იგი მონაწილეობდა ICC-ის, ICSID-ის და სხვა მრავალ საარბიტრაჟო დავაში. პროფესორი ტერსიე ცნობილია სამართლისა და ბიზნეს სექტორში, საკუთარი მრავალწლიანი მოღვაწეობიდან გამომდინარე. იგი 250-ზე მეტი ნაშრომის ავტორია სახელშეკრულებო სამართალსა და საერთაშორისო არბიტრაჟში, მათ შორის რამდენიმე კლასიკად იქცა.

გამოქვეყნებულ ინტერვიუში ტერსიე ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც მისი კარიერა დაიწყო არბიტრაჟის სფერო რადიკალურად შეიცვალა. ინტერვიუს ფარგლებში ტერსიემ მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი საქმეების შესახებ ისაუბრა“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საბჭო ჩვენი ცენტრის საქმიანობის მიუკერძოებლობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი საბჭოს წევრი ბატონი პიერ ტერსიე მსოფლიოს მოწინავე არბიტრებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ვფიქრობ, ამ ფაქტმა კიდევ უფრო უნდა გაზარდოს ბიზნესის ნდობა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საქმიანობის მიმართ, როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე საქართველოში, სადაც არბიტრაჟის ინსტიტუტი ჯერ ფეხს იკიდებს, თუმცა ქვეყანას აქვს პოტენციალი, ჩამოყალიბდეს საარბიტრაჟო ჰაბად რეგიონში“,- განაცხადა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი ბექა ინჯიამ.

პიერ ტერსიე საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საბჭოს წევრია, რომელიც უზრუნველყოფს საარბიტრაჟო განხილვის ეფექტიან წარმოებას და ცენტრის საარბიტრაჟო წესებთან მის შესაბამისობას.

„საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს მისთვის საარბიტრაჟო ცენტრის წესდებით და საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესებით მინიჭებულ ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა არბიტრების დანიშვნა-აცილება, საარბიტრაჟო საქმეების გაერთიანება და სხვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს