ირაკლი შოთაძე - როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი ახსნა-განმარტების მისაცემად

როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი ახსნა-განმარტების მისაცემად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. შოთაძის თქმით, ის მზადაა ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

"როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი კომისიის დაბარებით, ახსნა-განმარტების მისაცემად. მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე გავცე პასუხი", - განაცხადა შოთაძემ.

ამასთან, ყოფილი მთავარი პროკურორის თქმით, ის სხვა საკითხებზე კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

ირაკლი შოთაძე პარლამენტში შს მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად მივიდა. გიორგი გახარიას კომისიის სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

იხილეთ ვიდეო: "როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი" - კომისიაზე ექს მთავარი პროკურორის და შს მინისტრის გამოკითხვა

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება