16 ივლისს დაშავებული მეშახტე - ამას არავინ მოველოდით, რადგან როგორც ყოველთვის ხდება, აფეთქების წინ უსაფრთხოების ზომები მიღებული გვქონდა

როგორც ყოველთვის, აფეთქების წინ უსაფრთხოების ზომებს ვიღებთ, - ამის შესახებ 16 ივლისს მინდელის შახტში დაშავებულმა მეშახტემ დათო ბოჭორიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისივე თქმით, ის გაკვირვებულია მომხდარით და კონკრეტულ ვერსიებზე ვერ საუბრობს.

„16 ივლისს, ნამდვილად საზარელი რამ მოხდა. ამას არც მე მოველოდი და არც ჩემი მეგობრები. მე ძალიან გაკვირვებული ვარ, რადგან იქ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რაც შეიძლებოდა. როგორც ყოველთვის ხდება, აფეთქების წინ უსაფრთხოების ზომებს ვიღებთ. დარწმუნებულები ვიყავით ყველა იმაში, რომ ისე მოხდებოდა აფეთქება, როგორც სხვა დღეებში. რა მოხდა დღესაც არ ვიცი. ყველა უსაფრთხო ადგილზე გაგვიყვანა ცვლის უფროსმა, გვითხრა, რომ მალე აფეთქება იქნებაო“, - განაცხადა დათო ბოჭორიშვილმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ის არაა შრომისუნარიანი.

მინდელის შახტში 16 ივლისს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს