კამპანია „გაიცანი საქართველო” გრძელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სვანეთის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ტურის ფარგლებში, სხვადასხვა ტელეკომპანიებისა და გამოცემების 30 ჟურნალისტი, ოპერატორი და ბლოგერი მესტიასა და უშგულში იმყოფებოდა. ტურის მონაწილეებთან ერთად სვანეთში იმყოფებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. მედიის წარმომადგენლებმა სიყვარულის კოშკი, ლამარია და ჩაჟაში მოინახულეს, დაათვალიერეს სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი.

მესტიაში ჟურნალისტები „არტარეა“-ს წარმოდგენას დაესწრნენ, სადაც ფილმის ჯიმ შვანთეს ჩვენება და გოგი ძოძუაშვილის შესრულებით მუსიკალური პრემიერა გაიმართა. ღონისძიება პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა. შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია, საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს