დღეს ქართული ანბანისა და დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი კატალოგის - “ანბანი, როგორც ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს ხელოვნების სასახლეში დღეს, ქართული ანბანისა და დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი კატალოგის - “ანბანი, როგორც ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი გაუძღვებიან.

უწყების ცნობით, ქართულ-ინგლისური კატალოგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა. კატალოგი უნიკალურ ხელნაწერებს, პირველნაბეჭდ წიგნებს, რარიტეტულ გამოცემებსა და თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრებს აერთიანებს. წიგნი ოფენბახის შრიფტის მუზეუმში, ქართული დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენის “თბილისი ჩემს ფიქრებში“ ფარგლებში გამოიცა, რომელიც თავის მხრივ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციას ეძღვნება.

“გამოცემაში ბევრი ნიმუში პირველად დაიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად იგი გამოფენის გზამკვლევად მოიაზრებოდა, შედეგად კი, ქართული ანბანისა და ქართული კულტურის ილუსტრირებულ სამეცნიერო ნაშრომად იქცა. წიგნში მკითხველი ქართული ანბანის განვითარების ეტაპებს უძველესი დროიდან თანამედროვე ხელოვნებამდე გაეცნობა, იხილავს ყველა ეპოქისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს, თვალს გადაავლებს ქართული წიგნისა თუ პერიოდიკის ბეჭდვის ისტორიას, გაეცნობა ქართული შრიფტის კორიფეთა ნაშრომებსა და თანამედროვეთა მიღწევებს“, - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი