სალომე ზურაბიშვილი - ქუთაისი არის რეალურად კულტურის დედაქალაქი

სალომე ზურაბიშვილი - ქუთაისი არის რეალურად კულტურის დედაქალაქი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ქუთაისში, არჩევნებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ცენტრალურ ბაღში ზურაბიშვილი მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქუთაისი დიდხანს იყო მიტოვებული და მიძინებული.

„როგორც პარლამენტარს ახლო ურთიერთობები მაქვს ქუთაისელებთან. ეს არის საქართველოს მეორე ქალაქი, რეალურად კულტურის დედაქალაქი და უნდა დაიბრუნოს ეს ფუნქცია. სამწუხაროდ, დიდხანს იყო ქუთაისი მიტოვებული და მიძინებული. მე ვაპირებ, ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ქუთაისმა დაიბრუნოს ეს როლი სახელმწიფოში და მსოფლიოში, რომ იყოს საქართველოს კულტურის ცენტრი და აკვანი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მანვე პარლამენტთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„მე ვუყურებ ქუთაისს, როგორც ბევრად მეტს, ვიდრე პარლამენტის ადგილმდებარეობას. ეს არის ნამდვილად კულტურული ცენტრი, სადაც არის მუზეუმი, გალერეა, არაერთი მუსიკალური სასწავლებელი, რომელთაც უნდა დაიბრუნონ თავიანთი პოზიცია, ეს არის ნამდვილი დატვირთვა ქუთაისის. ასევე მრავლად არიან ტურისტები, რაც რამდენიმე წლის წინ არ ხდებოდა. საქართველოს კულტურისთვის ეს არის ნამდვილი მაცოცხლებელი ცენტრი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.