ადიგენის მუნიციპალიტეტში სკოლების რეაბილიტაცია იწყება

ადიგენის მუნიციპალიტეტში სკოლების რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარზმისადა სოფელ მოხის საჯარო სკოლების რეაბილიტაციას იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სკოლები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა, სადაც არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

„პროექტი ითვალისწინებს არსებული სკოლების სრულ რეაბილიტაციას, კერძოდ, საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტ დარბაზების, სპორტული მოედნების და ეზოს ტერიტორის კეთილმოწყობას. ასევე, იგეგმება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების მოწყობა. სკოლები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ამ ეტაპზე, საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.