„ნაციონალური მოძრაობის" წევრი მოითხოვს, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი ეწოდოს

ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე ლერმონტოვის ქუჩის სახელწოდების შეცვლას და სენატორ ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებას ითხოვს. როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, მაკკეინს საქართველო წინაშე უდიდესი დამსახურება აქვს და სწორედ მისი სახელი უნდა მიენიჭოს აღნიშნულ ქუჩას.

"საჯაროდ გამოვდივარ წინადადებით, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩას ეწოდოს სენატორ ჯონ მაკკეინის სახელი. რა დამსახურებაც აქვს ამ ადამიანს საქართველოს წინაშე ამაზე აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, ისედაც ყველასთვის ცხადია. ეს ჩემი პირადი პოზიციაა",- აცხადებს მირდატ ქამადაძე.

სენატორი ჯონ მაკკეინი გუშინ, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ტვინის სიმსივნე ჰქონდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს