რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალს ახალი საბავშვო-გასართობი ინვენტარი გადაეცა

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალს ახალი საბავშვო-გასართობი ინვენტარი გადაეცა

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ოცდაერთივე ფილიალს, 2018-2019 წლის სასწავლო სააღმზრდელო წლისთვის, ახალი საბავშვო-გასართობი ინვენტარი გადაეცა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, #10-ე საბავშვო ბაგა-ბაღ ,,მზიანეთში’’, სათამაშო ინვენტარის გადაცემის პროცესს, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ ეკა ხუციშვილთან ერთად გაეცნო.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განაცხადებით, ახალი სათამაშოებისა და საბავშვო-გასართობი ინვენტარის შეძენა, ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალისთვის მოხდა. მისივე თქმით, საბავშვო-გასართობი ინვენტარის ხარისხი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ამის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატებიც წარადგინა.

რუსთავის ბაგა-ბაღებისათვის 143 000 ლარის ღირებულების ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო-გასართობი ინვენტარის შესყიდვა ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა.