კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა ორი ადამიანი, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ექიმის თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. შემთხვევა წუხელ მოხდა.
გამოძიება 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია .

























