ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სოფელში კომპანია „ლიბერტი" ინერტულ მასალას მოიპოვებს, რის გამოც კლდის ნგრევა მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, კლდის ნგრევამ და აფეთქებებმა სოფელში ეკოლოგიური პრობლემები გამოიწვია, დაიბზარა საცხოვრებელი სახლები. მოსახლეობა სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქობულეთის საკრებულოს წევრებიც იმყოფებოდნენ. როგორც დეპუტატი ლელა ვერულიძე ამბობს, კლდის დამუშავების პროცესში ქობულეთის საკრებულოს „ქართული ოცნების" წევრის ვაჟა შავიშვილის ძმაა ჩართული.

აქციის მონაწილეებს სამუშაოების შემსრულებელი კომპანია გამოეხმაურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების ლიცენზია გააჩნიათ და თუ მოსახლეობა დაზარალდა, მათ ზარალი აუნაზღაურდებათ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო