გორში, მტკვარწყალმშენის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

გორში, მტკვარწყალმშენის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

გორში, მტკვარწყალმშენის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, - ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დამწვარია ხმელი ბალახი - 50 ჰა ტერიტორია.

ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 60 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.