ხაშურში, სოფელ ცედანთან ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად 100 მეხანძრე, 12 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მათ შორის, ტყის სპეციალური სახანძრო მანქანები იმყოფება

ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე იწვის ფოთლოვანი ტყის საფარი, წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.

„ადგილზე იმყოფება 100 მეხანძრე-მაშველი და 12 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მათ შორის, ტყის სპეციალური სახანძრო მანქანები.

მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება. ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა