აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - შესაბამისი კომისია შეისწავლის, რა ზარალი მიადგა მოვაჭრეებს და როგორ შეგვიძლია მათი დახმარება

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, სადაც საღებავების სავაჭრო ცენტრში ხანძარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი

ლაშა კომახიძე იმყოფებიან.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მეტრ კვადრატი ფართობია დამწვარი, თუმცა დაზარალებული მოვაჭრეებისთვის მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის, მოხდება განხილვა და ამის შემდეგ იფიქრებს მთავრობა, რა სახის დახმარებას გაუწევს მოვაჭრეებს.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე საღებავების სავაჭრო ობიექტს ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაუჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორსპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ადილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც.

ხანძრის მიზეზი უცნობია, თუმცა ის სავარაუდოდ, ერთ მაღაზიას გაუჩნდა და ამის შემდეგ გავრცელდა სხვებზეც. ჯერჯერობით უცნობია, ჯამში რამდენი მაღაზია დაიწვა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა