ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს მაღაზიებიდან გადარჩენილი ნივთები გამოაქვთ

ბათუმში, წერეთლისა და პუშკინის ქუჩების მიმდებარედ მდებარე საღებავების მაღაზიებიდან მეპატრონეებს ხანძრისგან გადარჩენილი ნივთები გამოაქვთ.
როგორც დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ზარალის ოდენობა საკმაოდ დიდია.
მათივე განმარტებით, მაღაზიები დაზღვეული არ ჰქონიათ, რის გამოც მთავრობას დახმარებას სთხოვენ.
"ეს მაღაზიები იყო ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო. თუ არ დაგვეხმარებიან, არ ვიცი, რა გვეშველება", - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სულ სავაჭრო ობიექტში განთავსებულ სულ 10 მაღაზიას მოედო, საიდანაც 5 მთლიანად დაიწვა.
ბათუმში საღებავების სავაჭრო ობიექტს ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორსპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ადილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც.
შემთხვევის შედეგად დაშავებულის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

























