ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ხელისუფლებას დახმარებას და ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ

ბათუმში, სავაჭრო ობიექტში წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ხელისუფლებას დახმარებას და ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ.

როგორც ისინი აცხადებენ, ხანძრის შედეგად „სერიოზული ზარალი მიადგათ“, მაღაზიები კი დაზღვეული არ ჰქონიათ.

„საქონელი მთლიანად დაგვეწვა. ბანკებიდან კრედიტები გვაქვს აღებული. როგორ უნდა გადავიხადოთ, არ ვიცით“, - აცხადებენ მოვაჭრეები.

წერეთლისა და პუშკინის ქუჩების მიმდებარედ არსებულ სავაჭრო ობიექტში, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა, ამ დრომდე სამართალდამცავები მუშაობენ. დამწვარი შენობა სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ ხანძრის შედეგად საღებავების სავაჭრო ობიექტების გვერდით განთავსებული საცხოვრებელი სახლის სახურავიც დაიწვა. სახლის მეპატრონეც ასევე, ხელისუფლებას სახურავის შეკეთებას სთხოვს.

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია, თუმცა პრევენციის მიზნით შემთხვევის ადგილზე ერთი სახანძრო ავტომობილი მაინც რჩება.

როგორ ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ზარალის დათვლა უკვე მიმდინარეობს.

ხანძარი 10 სავაჭრო ობიექტს გაუჩნდა, აქედან 5 მთლიანად დაიწვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა