თელავის საკალათბურთო გუნდი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

თელავის საკალათბურთო გუნდი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. თელავის მერიის ინფორმაციით, 24 -26 აგვისტოს, ლატვიის ქალაქ ტალსიში საერთაშორისო ტურნირი - Basketball Cup "TALSU KAUSS – 2018“ ჩატარდა, საიდანაც გამარჯვებული დაბრუნდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ის სპორტულ კლუბთა გაერთიანება „თელავი“-ს საკალათბურთო გუნდი BC Telavi U-12.

ტურნირში მონაწილეობას 4 ქვეყნის 6 გუნდი იღებდა - ლატვია, საქართველო, ესტონეთი და ლიტვა. ტურნირი წრიული ფორმატით ჩატარდა. საუკეთესო მოთამაშედ კახაბერ იაგორაშვილი დასახელდა.

„მნიშვნელოვანი გამარჯვების აღსანიშნავად, თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში, საზეიმო დახვედრა მოეწყო, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, მერის მოადგილეები - ალექსანდრე საჩიშვილი და გურამი გურაბანიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ტურნირის მონაწილეთა ახლობლები და გულშემატკივრები daeswrnen.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა კარიერულ თუ პირად ცხოვრებაში.

გამარჯვებულებს სიტყვით მიმართეს მერის მოადგილე გურამ გურაბანიძემ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობმა ვანო იანტბელიძემ, ყოფილმა კალათბურთელმა, გამარჯვებული კახაბერ იაგორაშვილის ბებიამ პედაგოგმა თამარ გაგუნაშვილმა, რომლებმაც ასევე მიულოცეს ტურნირის მოგება და მადლობა გადაუხადეს ახალგაზრდებს თელავის სახელით მიღწეული წარმატებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს