ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში ოფროუდში აჭარის ღია ჩემპიონატი გაიმართა

ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში ოფროუდში აჭარის ღია ჩემპიონატი გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, ოფროუდში აჭარის ღია ჩემპიონატი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს,შეჯიბრში 25- მდე შესაბამისად აღჭურვილი, მაღალი გამავლობის ავტომობილი მონაწილეობდა. ღონისძიება აჭარის ოფროუდის ფედერაციის ორგანიზებით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ჩატარდა.