საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხაშურში, ტყის ხანძრის ეპიცენტრიდან მორიგ ვიდეო კადრებს ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხაშურში ტყის ხანძრის ეპიცენტრიდან გადაღებულ მორიგ ვიდეო კადრებს ავრცელებს. უშუალოდ ხანძრის ეპიცენტრის გარდა, უწყება ასევე ავრცელებს დრონით გადაღებულ კადრებს.

ხაშურში, ტყის ხანძრის ქრობის პროცესში პირველად ჩართულია ტყის სახანძრო სპეცმანქანები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ურთულეს რელიეფზე ახალ სახანძრო მანქანებს ტყის მასივში წყლის მარაგი გადააქვთ.

ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც ტყის მასივში 15 შემოვლა განახორციელა. ადგილზე ასევე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-კაციანი შემადგენლობაც.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა