ზუგდიდში გარემოვაჭრე ადმინისტრაციული წესით დააკავეს

ზუგდიდში დღეს გარემოვაჭრე მარინა ფარულავა დააკავეს. როგორც დაკავებულის შვილმა განაცხადა, დედამისმა დაკითხვის ოთახში მცირედი თვითდაზიანება მიიყენა.

დაკავებული ამჟამად ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაჰყავთ.

მარინა ფარულავასთან ერთად მომუშავე ნესტან ღულათავას ინფორმაციით, ისინი ბაზრის მიმდებარედ ტროტუარზე ვაჭრობდნენ, რა დროსაც ისინი პოლიციამ გააფრთხილა, რამდენიმე წუთში კი ერთ-ერთი დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გარემოვაჭრე ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გამოძიება 153 -ეს მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობას გულისხმობს. რაც შეეხება თვითდაზიანების ფაქტს, შსს-ს განმარტებით, სამართალდამცველებმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახეს. გაირკვა, რომ გარემოვაჭრეს ერთი ზედაპირული ნაკაწრი აღენიშნება ხელის არეში და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო