გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინეტრპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურიდან აცნობეს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1770 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში თვალივი, ზემო ხორხი, მიგრიაულთა, ახალშენი და მიმდებარე სოფელბში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კი 639 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში მაგრანეთი, ორხევი, ყუდრო, ზურაბები და მიმდებარე სოფელბში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.