მარნეულში, ავტონაწილების მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა

მარნეულში, ავტონაწილების მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა

მარნეულში, დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტონაწილების მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად მაღაზიის მეპატრონე დაშავდა, მან მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა.

ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.