ბორჯომის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები უახლოეს მომავალში დასრულდება

 ბორჯომის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები უახლოეს მომავალში დასრულდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭობისხევში, საკირეში და ტაძრისში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური პროექტები უახლოეს მომავალში დასრულდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს გაეცნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ლიპარტია და მოადგილე, ბუბა ბერიძე.

მერის განმარტებით, ჯამში სამივე სოფელში ჯამში 3.5 კმ რკინა-ბეტონის გზა მოეწყო. პროექტის ფარგლებში სულ მალე დაიწყება გვერდულებისა და გადასასვლელების მოწყობაც.

ადგილობრივებმა ხელმძღვანელ პირებს მადლობა გადაუხადეს ასეთი მოცულობითი სამუშაოებისათვის, რომლის შემდეგად მათთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურისათვის ჯამში 800 000-ზე მეტი ლარი გაიხარჯება.