ზესტაფონის მერის და "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ზესტაფონის მერის და "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის კახაბერ მახათაძის და "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში კომისიის პირველი შეკრება შედგა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სოციალური პროექტი ეხება იმ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს, რომლთა პრობლემას არსებული სახელმწიფო სოციალური პაკეტი ვერ აკმაყოფილებს.

კომისიის მიერ განხილული განცხადებებიდან ნაწილი დაკმაყოფილდა, ხოლო ნაწილი რეკომენდაციით გადაეგზავნა "ჯორჯიან მანგანეზს".

ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, განცხადებების უმრავლესობა მცირეწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობის პრობლემებს შეეხებოდა, რომლებსაც ესაჭიროებათ ისეთი სამედიცინო კვლევები ან მკურნალობა, რაც საქართველოში ვერ ხორციელდება.

"შეუძლებელია, მუნიციპალური შესაძლებლობები გაუმკლავდეს იმ პრობლემებს რაც ამ ადამიანების წინაშე დგას, დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ნიკოლოზ ჩიქოვანს და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" მათი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოჩენილი კეთილი ნებისთვის, რომლებმაც ასე გაითავისეს ამ ადმიანების უმძიმესი პრობლემები და გაუწოდეს დახმარების ხელი", - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.