დუშეთში ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც მილახვრიანთ დასახლებაში წყალმომარაგების ქსელის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების დუშეთის სერვისცენტრი ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტს,რომელიც ითვალისწინებს დუშეთში, მილახვრიანთ დასახლებაში წყალმომარაგების ქსელის სრულ რეაბილიტაციას.
დუშეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამორტიზირებული და ძველი მილები იცვლება ახალი გაყვანილობით. ასევე, მოხდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
„აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24- საათიან რეჟიმში მიიღებს სასმელ წყალს”, - აცხადებენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

























