სოფელ დიდ ხურვალეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

სოფელ დიდ ხურვალეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

სოფელ დიდ ხურვალეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ ჯალაღანიამ დაათვალიერეს.

ხურვალეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მოეწყო 1300-მეტრიანი ასფალტის გზის საფარი და ახალი სანიაღვრე სისტემა. პროექტის ღირებულება ჯამში 526 969 ლარს შეადგენს. გზის ამ მონაკვეთზე საგზაო ნიშნებიც დამონტაჟდება. სამუშაოებს შპს “იბოლია“ ასრულებს. როგორც კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, დიდ ხურვალეთში სასმელი წყლის პრობლემებია და ამაზე მუშაობა დაწყებულია.

„ხურვალეთში მხოლოდ ეს მონაკვეთი იყო დარჩენილი, სადაც გზას რეაბილიტაცია არ ჩატარებია. სოფლის ამ ნაწილშია სკოლაც და მოსახლეობისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა აქ გადაადგილება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. დიდ ხურვალეთში სასმელი წლის წყლის პრობლემა გვაქვს. მერიაში დაწყებულია ამ საკითხზე მუშაობა და იმედი მაქვს მიმდინარე წელს, სამუშაოებს დავიწყებთ“, -განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

2017 წელს ხურვლეთში, წითელუბანსა და შავშვების დევნილთა ჩასახლებაში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით 1 855 000 ლარის ღირებულების ასფალტის საფარი მოეწყო.