„ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

ბათუმის, როგორც თვითმმართველი ქალაქის, 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით სასტუმრო "ჰილტონში" ოფიციალური სტუმრების მიღება გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო. საზეიმო მიღებას მოწვეული სტუმრების რანგში ბათუმს დამეგობრებული ქალაქების მერები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილ სტუმრებს ბათუმობის 130 წლის იუბილე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა.

მიღებაზე ბათუმის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს. დღესვე, ქალაქების მერებმა ბათუმსა და უმენს შორის დამეგობრების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

,,ბათუმობა 2018“-ის ფარგლებში, დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. თორნიკე რიჟვაძე ძველ ბათუმში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებას გაეცნო და მოქალაქეებს „ბათუმობა“ მიულოცა.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 130 წლისთავს სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებით აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის ძველ უბნებში მე-19 საუკუნის ბათუმი გაცოცხლდება. წარმოდგენილი იქნება კოსტიუმირებული სანახაობები, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. მოეწყობა თემატური კუთხეები, გაცოცხლდება ისტორიული ფოტოები და საუკუნის წინ მომხდარი სცენები გათამაშდება.

მთელი დღის განმავლობაში, მოეწყობა გასართობი შოუები, საბავშვო კუთხეები, გაიმართება საცირკო წარმოდგენები.ზეიმი პიაცაზე გალა-კონცერტით დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა