„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა და ერთ-ერთმა მოქალაქემ სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდში ჩასვლა გააპროტესტეს

„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ცაბუნია ვართაგავამ და მოქალაქე როსტომ ზარანდიამ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდში ჩასვლა გააპროტესტეს.

როგორც ცაბუნია ვართაგავამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს.

„ჩვენ რომ ღირსეული სახელმწიფო ვიყოთ, სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად იყაროს კენჭი. ზუსტად იმიტომ, რომ ადამიანი აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას, როდესაც ამბობს, რომ ომი დაიწყო საქართველომ და არ აღიარებს რუსულ ოკუპაციას“, - განაცხადა ვართაგავამ.

„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელს ცაბუნია ვართაგავას და მოქალაქე როსტომ ზარანდიას სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მხარდამჭერი ლია ნაროუშვილი დაუპირისპირდა და მათ “ქვეყნის სირცხვილი“ უწოდა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს ხელმოწერების შეგროვების კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში იმყოფებოდა. ზურაბიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას და მხარდამჭერებს გაესაუბრა.

„დღეს ზუგდიდში ყველაზე უფრო თბილი განწყობაა, რაც მქონია სამეგრელოში. ის ხმები, რომ გეშინოდეთ ზუგდიდის - ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ტყუილი. ძალიან კარგი განწყობაა და ყოველთვის ასე იყო. ზუგდიდის მიღება ყოველთვის იყო განსაკუთრებული. სექტემბრის ბოლოს კიდევ ჩამოვალ და ძალიან ბევრ საკითხებზე ვისაუბრებ“, - აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა