ალექსანდრე მოწერელიამ ფესტივალი „გზა ერთობისკენ რუხი- 2018"-ის ფარგლებში, ზუგდიდის ცენტრში სპორტული მანქანების გამოფენა დაათვალიერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ფესტივალი „გზა ერთობისკენ რუხი- 2018"-ის ფარგლებში, ზუგდიდის ცენტრში სპორტული მანქანების გამოფენა დაათვალიერა, -

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, მსგავსი სახის აქტივობები რეგიონში ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას და ტურისტების მოზიდვა შეუწყობს ხელს.

„გამოფენაზე პროფესიონალმა მრბოლელებმა მოქალაქეებს და ზუგდიიდს სტუმრებს მანქანების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ქალაქის ცენტრდან სიმბოლური მსვლელობა გაიმართა ენგურის ხიდის მიმართულებით. დღეს კი რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე შეჯიბრება წყვილთა რბოლაში „რუხი გრანპრი-2018" ჩატარდება. რბოლაში 12 ლიცენზირებული (პროფესიონალი) ქართველმა ავტომრბოლელი იასპარეზებს.

ღონისძიება ტარდება საპარტნიორო ფონდის, რუხის სავაჭრო ცენტრის და სპორტული კლუბი „MIA FORCE”-ს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით და სხვადასხვა კომპანიის დაფინანსებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.