ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი მარტოთუბნის მოსახლეობას შეხვდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სანახშირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მარტოთუბნის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერი და მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობას ძირითადად გზის რეაბილიტაციისა და ბუნებრივი აირის მიწოდების მოთხოვნა აქვთ. მუნიციპალიტეტის ცნობით, არსებობს პროექტი, რომელიც სოფელ მარტოთუბნის ცენტრალური, 5 კილომეტრიანი გზის აღდგენას ითვალისწინებს. მისი ღირებულება დაახლოებით 1 600 000 ლარია და მერიის შუამდგომლობის შედეგად, რეგიონული განვითარების ფონდი დააფინანსებს. დღის წესრიგშია ერთ-ერთი საუბნო გზის ბეტონის საფარით მოწყობაც. 350 მეტრიანი გზა წმინდა გიორგის სახელობის ისტორიულ ტაძრამდე მიდის და მისი აღდგენა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება.

მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება ბუნებრივი აირის მიწოდება. სოფელის ერთ ნაწილზე უკვე წლებია გადის გაზსადენის მაგისტრალი და დარჩენილი ნაწილი მასზე მიერთებას ითხოვს.

მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, სოფლის დეპუტატი ნუგზარ ფერაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მოსახლეობას პრობლემების გადაჭრას დაპირდნენ.

„ვნახეთ და დეტალურად გავეცანით, როგორც გზის სარეაბილიტაციო, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხს. მოსახლეობას ვთხოვთ, მხოლოდ ამ შეხვედრით არ შემოვიფარგლოთ და მუდმივი კომუნიკაცია შეინარჩუნონ ჩვენთან. გაზის საკითხთან დაკავშირებით გვინდა დეტალურად გავიაროთ ყველა ნიუანსი და ჩვენი ხედვა გავაცნოთ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს დარჩენილი მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებას. ჯამში 270 ოჯახამდე დაკმაყოფილდება და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა