იმერეთის გუბერნატორი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საბჭოების შექმნას გეგმავს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე მუნიციპალიტეტებში საბჭოების შექმნის ინიციატივით გამოდის. აღნიშნულ საბჭოებში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები გაწევრიანდებიან და საკუთარი მუნიციპალიტეტის მართვაში ჩაერთვებიან.

იმერეთის გუბერნატორის თქმით, რეგიონს სტრატეგიული განვითარების გეგმა სჭირდება. "რეგიონს სჭირდება სტრატეგიული განვითარების გეგმა. აუცილებელია ამ გეგმის შექმნაზე სამუშაო ჯგუფმა მალევე დაიწყოს მუშაობა. ამასთან, უნდა შეიქმნას მუნიციპალიტეტების საბჭოები, რათა გაიზარდოს მართვაში ადგილობრივი მცხოვრებლების ჩართულობა", -განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გუბერნატორმა.

იმერეთის გუბერნატორის თქმით, 12-ვე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგსაც დაიწყებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა