მირდატ ქამადაძე ბათუმის მერიას“ კორუფციულ გარიგებაში“ ადანაშაულებს

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე ბათუმის მერიას „კორუფციულ გარიგებაში“ ადანაშაულებს. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უწყებამ რამდენიმე დღის წინ ქალაქში ახალი ავტობუსები გაცილებით მაღალ ფასად შეიძინა, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა.

მირდატ ქამადაძის თქმით, მან მოიპოვა ინფორმაცია სადაც წერია, რომ ავტობუსები გაცილებით იაფი ღირს და მერია შესყიდვის დოკუმენტს არ ასაჯაროვებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, რომ საკითხით დაინტერესდნენ.

"ბათუმის მერიამ EBRD-ის ხელშეწყობით შეიძინა 40 ერთეული მუნიციპალური ავტობუსი, რომელთაგან 15 უკვე შემოვიდა ქალაქში და დანარჩენი წლის ბოლომდე შემოვა. ჩვენ გამოვითხოვეთ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდა ავტობუსების შესყიდვა, თუმცა ხელშეკრულება დღემდე არ მიგვიღია. მივიღეთ მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ფასების შეთავაზება, რომლიდანაც ირკვევა, რომ ერთი ავტობუსის ფასი შეადგენს 76 000 ევროს. ამას ემატება მძღოლების მომზადების თანხები, თითქოს ბათუმელმა ავტობუსის მძღოლებმა მართვა არ იციან, ასევე წინასწარვე სათადარიგო ნაწილების შეძენის ფასები, ინჟინრების (ტექნიკური პერსონალის) მომზადების ფასები. ჩვენი აზრით მითითებული თანხები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მხოლოდ შესყიდვის თანხის გაზრდას და სხვა რეალური მიზანი ამას არ გააჩნია. ამ ხარჯების გათვალისწინებით, საერთო ჯამში ერთი ერთეული ავტობუსის ფასი საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 95 000 ევროს“, - განაცხადა ქამადაძემ.

მან ასევე დეტალურად ისაუბრა ავტობუსის ფასებზე. კერძოდ, ქამადაძის თქმით, მიღებული ინფორმაციის თანახმად, ერთი ერთეული ავტობუსის ფასი შეადგენს 76 000 ევროს, „ხსენებული ავტობუსები ბათუმის მერიამ შეიძინა კომპანია „ჩერკასისგან“.

„კომპანია“ ჩერკასსა“ და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, მიუხედავად მოთხოვნისა, ჩვენ ვერ მივიღეთ. შესაბამისად, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია ყველა პირობა, რაც ასახულია ხელშეკრულებაში. წარმოგიდგენთ, კომპანია „ჩერკასის" საიტიდან მოპოვებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ერთი ერთეული ავტობუსის ღირებულება გადასახადების ჩათვლით შეადგენს 21 00 000 უკრაინულ გრივნას რაც ევროებში შეადგენს 63 829 ევროს. (გადასახადების გარეშე კი ფასი შეადგენს - 54 092 ევროს). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ფასები მოცემულია საცალო გაყიდვის შემთხვევაში, ეს ფასები აღებულია ინტერნეტიდან. ცხადია, როდესაც ყიდულობ რამოდენიმე ერთეულს, ტენდერის გზით ასეთ შემთხვევაში ფასები გაცილებით იკლებს. ეს პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდია. ასევე წარმოგიდგენთ თურქეთში წარმოებული „ისუზუს“ მარკის ავტობუსების ფასებს, რომლის თანახმადაც, ევრო 5 სტანდარტის ავტობუსების ღირებულება გადასახადების ჩათვლით შეადგენს 397 660 თურქულ ლირას, რაც ევროებში შეადგენს 52 323 ევროს (გადასახადების გარეშე ფასი - 44 342 ევრო). აღნიშნული ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიაში ადგილი აქვს ტოტალურ კორუფციას. ქვეყანა დაბრუნდა შევარდნაძის ეპოქაში. ასეთ კორუფციულ ფაქტებს დღეს ალბათ აფრიკის ქვეყნებშიც ვერ შევხვდებით. დღეს უკვე ნათელია რატომ არ ასაჯაროებს მერია ავტობუსების შეყიდვის ხელშეკრულებას და სატენდერო პირობებს. რომელი კომპანიები მონაწილეობდნენ ამ ტენდერში, რის საფუძველზე გაიმარჯვა ხსენებულმა კომპანიამ? ტენდერში მონაწილეობა მიიღო თუ არა სხვა კომპანიებმაც, მათ შორის ჩვენს მიერ ხსენებულმა თურქულმა კომპანიამ, რომელსაც გაცილებით დაბალი ფასები აქვს ვიდრე კომპანია „ჩერკასს“. უნდა იცოდეს ყველა ბათუმელმა თუ სად იხარჯება და ვის ჯიბეში მიდის მათ მიერ გადახდილი თანხები, რომელიც სინამდვილეში უნდა ხმარდებოდეს ამ ქალაქის და თითოეული ბათუმელის კეთილდღეობას. ზემოხსენებულიდან გამომდინარე ჩვენ მოვითხოვთ: ამ ფაქტით დაინტერესდეს EBRD-ის წარმომადგენლობა საქართველოში და გააკეთოს სათანადო განმარტება. დაინტერესდნენ შესაბამისი სამართალდამცავები და დაიწყონ გამოძიება, გამოკითხვაზე დაიბარონ ყველა პასუხისმგებელი პირი, რომელთაგანაც მოისმენენ განმარტებებს, თუ რატომ მოხდა რომ გაცილებით მაღალ ფასად შეიძინა ბათუმის მერიამ ავტობუსები ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა. დაუყოვნებლივ ფაქტით დაინტერესდეს გენერალური აუდიტი. ქ. ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და შპს „ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელმა ბადრი ფარტენაძემ დაუყოვნებლივ გააკეთონ განმარტება, რატომ მოხდა მუნიციპალური ავტობუსების ასე ძვირ ფასად შეძენა, როდესაც იგივე მახასიათებლების ავტობუსები, როგორც უკვე აღვნიშნეთ ღირს გაცილებით დაბალი ფასი ვიდრე 76 000 ევრო“, - აცხადებს მირდატ ქამადაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს