სოფელ შაშიანის საბავშვო ბაღში, რომელიც გუშინ დაარბიეს, სააღმზრდელო პროცესი შესაძლოა, რამდენიმე კვირის დაგვიანებით დაიწყოს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შესაძლოა, რამდენიმე კვირის დაგვიანებით დაიწყოს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბაღის მენეჯერმა განუცხადა. ნანა აბაშიძის თქმით, დაზიანებულია ყველა საჭირო ინვენტარი და დამტვრეულია ჭურჭელი, რის გამოც აღსაზრდელების მიღებას ვერ შეეძლებენ.

"დაზიანებულია ყველა საჭირო ინვენტარი. საწოლები და ჭურჭელი დამტვრეულია. ჩვენი ვარაუდით, რამდენიმე ადამიანი იყო და ისინი ფანჯრიდან შემოვიდნენ. არასამუშაო დრო ალბათ სპეციალურად შეარჩიეს, რომ არავის დაენახა. ჯერჯერობით არ ვიცით ვინ გააკეთა. სრულად განადგურებულია მეთოდური მასალები, საზამთროა ნაჭამი სათამაშოებზე. ვფიქრობ, სასწავლო პროცესს რამდენიმე კვირის დაგვიანებით დავიწყებთ", - განაცხადა ნანა აბაშიძემ.

ვითარებას ადგილზე გაეცნო გურჯაანის მერის მოადგილე. უკვე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა