ქუთაისის მერმა საგზაო სამუშაოები დაათვალიერა

ქუთაისში, ტანვარჯიშის სკოლასთან მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი იგება. გზის დაგების პროცესი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა. სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობის დაკვეთით კომპანია „დაგი პლიუსი“ ასრულებს.

„ტანვარჯიშის სკოლასთან მისასვლელი გზა მრავალი წლის განმავლობაში იყო ამორტიზირებული და გაუვალი. რამდენიმე წელია ამ გზის მოწესრიგებას ითხოვენ მშობლები, რომელთაც აქ ბავშვები დაჰყავთ. ჩვენ შევძელით ამ პრობლემების მოგვარება, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად იყვნენ უზრუნველყოფილი კომფორტული გარემოთი და ხელი არ შეეშალოთ სპორტული აქტივობების განხორციელებაში. სამუშაოები დღეს დაიწყო და დღესვე დასრულდება“, - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს